რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნიას უნდოდა სიცოცხლე… – ავროავარიაში გარდაცვლილი გოგონას მამის წერილი

„20 წლის ვიყავი, როცა ნიაკომ პირველად მამა დამიძახა. ამის გაგონებაზე, წამიერად ყელში ბურთი გამეჩხირა, თვალზე ცრემლი მომადგა და ბედნიერებისგან ვერც ვიყვირე და ვერც სიტყვა ამომხდა პირიდან. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი წამი.

ნია როცა დაიბადა მე 19 წლის ვიყავი, სრულიად მოუმზადებელი მამობისთვის. ნიას დაბადებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს თავს მამად, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ მიქროდა თავში და იმის მიუხედავად რომ ნათია უკვე ჩემი ცოლი იყო, ვერ ვიაზრებდი ოჯახურ პასუხისმგებლობას, ეს იქამდე სანამ ულამაზესი 1 საათის ქერა ნია შემომხედავდა თავისი უჩვეულო მწვანე თვალებით.

ნათიას ორსულობამ არც თუ ისე კარგად ჩაიარა, ყოველთვის ჰქონდა გართულებები, თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ეს ყველაფერი, 19 წლის ჯერ კიდევ თინეიჯერს არაფერი მესმოდა და გამეგებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ნათია სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად მოხვდა ჩემს ოჯახში.

ნია დაიბადა 13 მარტს, გაზაფხულის პირველივე თვეში მერცხალივით მოგვევლინა და გვახარა გაზაფხულის მოსვლა. მისი დანახვა და ხელში აყვანა ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო. ცხოვრება მიდის ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული, იცი, რომ შენი მეუღლე მუცლით შენს შვილს ატარებს, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს როგორია და უცებ ხედავ, ვერ იჯერებ, ვერ ხვდები რომ ეს სწორედ ის ნანატრი პატარა ადამიანია, რომელსაც ამდენი ხანი ელოდებოდი. ამ დროს ყველა ემოცია ერთად ტრიალებს შენში, შიში, სიხარული, გაურკვევლობა, თან ოდნავ ეჭვიც გეპარება, ნამდვილად შენი შვილია თუ გეხუმრებიან, შენ ხომ არ იცი მუცელში როგორი იყო…

იყო დრო მეფიქრა სამსახურის დაწყებაზე. ფინანსურად ჩემს ოჯახს არ უჭირდა, არაფერი მოაკლდებოდა ნიას ან ნათიას, თუმცა უკვე მეთვითონ ვეღარ ვიჯდებოდი უსაქმურად ან გარეთ ვერ ვიხეტიალებდი, როცა მეცოდინებოდა, რომ ნიასთვის იმ წუთამდე არაფერი გამიკეთებია. ქვეყანას საკუთარმა დედამ მოავლინა და შემდეგ დედაჩემს ფინანსურად უზრუნველჰყო.

ჩემი ოჯახის წყალობით, სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. მუშაობა მამაჩემის ერთ-ერთ ავტო სახელოსნოში დავიწყე, ხელოსნის დამხმარედ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, არც ამისთვის ვიყავი მზად, არც ფიზიკურად და მითუმეტეს არც ფსიქოლოგიურად. პირველივე კვირაში ხელებზე მაზოლები გამიჩნდა და შავ ფერს ხელიდან ვერა და ვერ ვიშორებდი. ძალიან ვწუხდი ამაზე, იმიტომ არა, რომ შავი ფერი იყო, იმიტომ რომ თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, რომ ნიას ასეთი ხელებით მივკარებოდი, და ეს ძალიან მიჭირდა.

20 წლის გახლდით, როცა ნიამ სამსახურიდან მოსულს მამა დამიძახა. თვალები ცრემლებით ამევსო, ყელში ბურთი გამეჩხირა და ამ დღიდან ნიას, გვერდიდან არ მოვშორებივარ.

განსაკუთრებული არაფერი, ნია ფუფუნებაში იზრდებოდა, მე კი ნათიაც დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ის ჩემს გვერდით სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა წლების წინ. მე და ნათიას მეტი შვილი არ გაგვიჩენია და დედისერთა ნიას თავზე ვევლებოდით, ჩვენც და ორივე ბებია-ბაბუა.

* * *

41 წლის ვიყავი, როცა ნია გარდაიცვალა. ახლა 48-ის ვარ და დღეს, ნიას დაბადების დღეა.

ნიაკო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როდესაც გზაზე გადადიოდა, ის მისივე ასაკის ნასვამმა ახალგაზრდამ იმსხვერპლა. 5 თვე ებრძოდა სიკვდილს, მე კი პალატაში შესვლასაც ვერ ვბედავდი. შიში მიპყრობდა, ის შიში, რომელიც ნიას დაბადებისასაც ვიგრძენი.

ემოციებს ვერ გამოვხატავდი, ეს უფრო მეტად მანადგურებდა. ყველანაირ ემოციას, ტკივილს, შიშს ჩემში ვიკლავდი. მე არ მქონდა უფლება ხმა ამომეღო ჩემს ტკივილზე, რადგან გვერდით ნათია მყავდა, დედა, რომელმაც ნია 9 თვე მუცლით ატარა და ერთადერთი შვილს საკუთარი ცხოვრება შეალია.

ნიას უნდოდა სიცოცხლე. ნიამ ვერ გაუძლო“.

წყარო: news

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close