ცხოველთა სამყარო

,,ნაძირალა, რომელიც მანქანაზე გამობმული რკინის ჯაჭვით კავკასიურ ნაგაზს მიარბენინებდა”

ამ ბოლო დროს, ძალიან გახშირდა ძაღლების წამების, დასახიჩრების და დახოცვის ფაქტები. ცხოველებთან ასეთი მოპყრობა კანონით ისჯება, მაგრამ ქვეყანაში სადაც ადამიანებსაც უჭირთ სამართლის პოვნა ცხოველებზე ვინღა ფიქრობს?! ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვლადიმერ თვალიაშვილმა, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღწერილია ძაღლის სასტიკად მოპყრობის ფაქტი, ოღონდ განსხვავებული მეთოდით: “ისთ პოინტის გამოსასვლელთან ავეკიდე ამ ნაძირალას, რომელიც მანქანაზე გამობმული რკინის ჯაჭვით კავკასიურ ნაგაზს მიარბენინებდა… ჩემ თვალ წინ დაეცა ძაღლი და თქეში ამოუშვა, ნაბიჭვარმა პატრონმა ვერც კი შეამჩნია და გადაუარა წინა ფეხზე… როცა სიგნალები დავიწყე, რამდენიმე მეტრიც ახოხიალა და როგორც იქნა გაჩერდა. ახლა უკან დაძრა და უკანა ფეხზე გადაუარა კინაღამ. როგორც იქნა ასევე სიგნალებით გავაჩერებინე, საბედნიეროდ უკანა ფეხის ბეწვი მოყვა მარტო საბურავის ქვეშ… მას შემდეგ რაც მანქანიდან გადმოვხტი, ბოდიშების ხდით მეცა და დამაწწყნარა ვიღაც ნაბიჭვარმა ღრუზინმა, რომელმაც ახსნა თავისი ნაბიჭვრული ქცევა იმით რო ვავარჯიშებ ძამიკო დაწყნარდიო… საბოლოოდ უცებ გადმოხტა ორი ტიპი და საწყალი ქაფგადმოსული ძაღლი მანქანაში შეტენეს და წაიყვანეს… აი ესაა კაცობა, ხო?!” – წერს თვალიაშვილი.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close