პოლიტიკა

“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. 

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უალტერნატივოა. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. მათ შორის, არც თბილისში. მათი გადასაწყვეტია, ვის წარადგენენ, მაგრამ შანსი არ აქვთ. კახა კალაძე უალტერნატივოა”, – აღნიშნა დეპუტატმა. 

კილაძე პარლამენტის დატოვების თაობაზე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ჟურნალისტის კითხვაზე – დააკლდება თუ არა პარლამენტს მელია, კითხვით უპასუხა – „გააჩნია, რა კუთხით?“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა

რაც შეეხება ნიკა მელიას, როგორც მან, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, პარლამენტს ტოვებს და კენჭს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close