“ნაცმოძრაობის” ოფისში მიმდინარე წინასაარჩევნო თათბირისას, “საზმაუწყებლის” ყოფილ გენდირექტორს, “ნაცმოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ჭანტურიას და პარტიის აქტივისტს ემზარ ტატიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, “ნაცმოძრაობის” დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ოფისში მოხდა. დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ ემზარ ტატიშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი ჭანტურია არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპრება. ოფისიდან ისმოდა ყვრილის და გინებს ხმა.
ემდგომში ემზარ ტატიშვილმა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლითაც დაემუქრა გიორგი ჭანტურიას. ეს უკანასკნელი ოფისიდან შეშინებული გაიქცა და პატრული გამოიძახა. ინციდენტს თათბირის მონაწილე პატრიის აქტივისტები შეესწრნენ.
„ნაცმოძრაობის“ ოფისში მომხდარი ფაქტის გამო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ინციდენტში მონაწილე პირები გადაიყვანეს  პოლიციაში.

timenews.ge

კომენტარები