ხვალ ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებში ჰოლანდიელი არწივი იქნება ჩართული, რომელიც გაწვრთნილია „დრონების“ ჩამოგდებაზე. აღნიშნულის შესახებ ჰოლანდიური საინფორმაციო სააგენტო ANP იუწყება.

გასული წლიდან ჰოლანდიის პოლიცია „დრონებზე“ მონადირე არწივების გაწვრთნითაა დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი არწივი კი ხვალ ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის ზომებში იქნება ჩართული.

ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

კომენტარები
Загрузка...