კატეგორიის გარეშესამართალი და კრიმინალი
“ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩამიდო”

მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, – ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა, მომღერალმა მიხეილ მგალობლიშვილმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, პოლიციელებმა დააკავეს და გაჩხრეკვის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს.
მიხეილ მგალობლიშვილის განმარტებით, მისი დაკავება „ბირჟა მაფიის“ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება.
დაცვის მხარე „ბირჟა მაფიის“ წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდისთვის მზადაა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, თუმცა მზადაა, გირაოს სახედ ბინა ჩადოს.
ამასთან, ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი.
კომენტარები