სამართალი და კრიმინალი

ნარკოტიკის გადატანის ბრალდებით მტრედი დააკავეს

ნაჭრისაგან ხელით შეკერილი ზურჩანთაში, რომელიც მტრედს ეკეთა, 178 აბი ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ ,,ექსტაზი,, აღმოაჩინეს.
არაბული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კუვეიტელმა სამართალდამცავებმა მტრედი თავიანთი განყოფილების ერთ-ერთ საზღვრისპირა ოფისთან დაიჭირეს, სასდაც მტრედი რატომღაც თავად მიფრინდა.
ხელთნაკეთ ზურგჩანთაში, რომელიც ნარკოდილერებს სპეციალურად მტრედისფერი ნაჭრისგან შეეკერათ, აღმოჩენილი ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი… სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ მტრედს, ნარკოტიკები ერაყის ტერიტორიიდან გადაჰქონდა, საიდანაც ძირითადად ვრცელდება ნარკოტიკები მეზობელ არაბულ ქვეყნებში.
კუვეიტისა და რიგი არაბული ქვეყნებს კანონმდებლობით, ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში სიკვდილით ისჯება, თუმცა მტრედი არ დაუსჯიათ და ის ახლა თავისუფლებაზეა. აცხადებს არაბული მედია.

timer.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close