საზოგადოება

,,ნანუკა ჟორჟოლიანს უნდა ვუჩივლო”

ჟურნალისტი და რეჟისორი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს.

მაინტერესებს ეთიკის ქარტია თუ განიხილავს სამი წლის წინანდელ საქმეებს ?! საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ნანუკა ჟორჟოლიანს უნდა ვუჩივლო!

ისტორია ასეთია – ერთხელაც, თიკა კანდელაკი მორიგ ჯერზე გამოლანძღეს ფბ-ზე… თბილისელ სომეხ-ქართველა გოგოს, რომელიც მეორე არხის გასართობი გადაცემიდან, 150 მილიონიან რუსეთში ყველაზე რეიტინგული წამყვანი გახდა არ დააკლეს ბოღმა ტექსტები ! – თიკას იცნობენ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, უყვართ და აღიარებენ- ის ახლა მედიას ჩამოცილდა და დიდ ბიზნესშია, თუმცა სადაც არ უნდა იყოს, რა აქვს ნანუკა ჟორჟოლიანის სალაპარაკო ? მაგრამ ნუ მაინც – ნანუკამ მას უწოდა – ღრუსი – ნამდვილი ღრუსი ხარ თიკაო, მე დავწერე პოსტი, სადაც ავღნიშნე, რომ თიკა ნიჭიერი გოგოათქო- ნანუკა გაიკეთე ფერად ფერადი ბაფთები და წაიყვანე ეგ გადაცემა, რომელიც მიგყავს მეთქი, ეს იყო ძირითადი პათოსი- არ გადამიკვეთავს წითელი ხაზები და საერთოდაც არასდროს ვერჩოდი ამ ქალს, მაშინაც კი, როცა რადიკალი აქტივისტი ვიყავი- ჩემი პოსტი, სადაც ჟორჟოლიანს ვეხმიანებოდი ,,ექსკლუზივ ნიუსმაც,, გააზიარა – ეს წაიკითხა მეგა ვარსკვლავმა და იცით რა გააკეთა ? ზუსტად ორი კვირა ატრიალა კადრები სადაც მე მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ ( მაშინაც კი მოძველებული კადრები ) დროშიანუ ბაბუ დამიყენა საპირწონედ
ორი კვირა, სპეციალური დამხშობი სიგნალის გარეშე ისმოდა როგორ მაგინებდნენ ! ეს იმიტომ, კი არ გააკეთა, დაუბანელი და ფსიქიურად შეშლილი მოხუცის ბედი რომ აღელვებდა ? ეს იმიტომ გააკეთა, რომ მე დავეტუქსე ! არც შენი რეიტინგის მეშინია ნანუკა, არც შენი დამლაიქებლების, არც შენი მხარდამჭერების ! ამიტომ გიწოდე ბოღმა – მეტად არ ვაპირებ ძველ თემებს მივუბრუნდე- პ.ს. სად იყო ქარტია, მაშინ, როცა შენ ჩემი უფლება შელახე ? როცა ანონსში, წამყვან არხზე, ორი კვირა ატრიალე, როგორ მაგინებდნენ !!! არ შეგაგინებ ნანუკა ! გეყოფა რასაც გაგინებენ

მადლობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close