რელიგია

ნათლისღებისთვის წყალი ფარავნის ტბაზე ძრავიანი ხერხით გაიჭრა

,,18 იანვარია და ფარავნის ტბაზე სქელი ყინული ძრავიანი ხერხით გაიჭრა , რათა ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე გულმხურვალე ქრისტიანები ტრადიციისამებრ ჩავიდნენ წყალში . . .
ამ ტრადიციას თვით უფალმა დაუდო სათავე , როდესაც იგი 19 იანვარს მდინარე იორდანეში ჩავიდა .
ამ დღეს აღესრულება წყალკურთხევის საეკლესიო რიტუალი და საყოველთაოდ იკურთხება წყალი .
სასურველია , რომ ნათლიღების დღესასწაულზე ყველა ქრისტიანი ჩავიდეს წყალში და პატივი მიაგოს საოცარი სულიერი მხნეობის მომანიჭებელ ამ უძველეს ქრისტიანულ ტრადიციას ” _ წერს ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close