საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ივანიშვილის ,,ხეების სასაფლაოზე” გადაიტანეს ზღვაში მოგზაური ტიტა

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ზღვისპირა დენდროლოგიურ პარკში გადარგული ტიტა გახმა და მოჭრეს. EURONEWS.GE დაუკავშირდა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ლეიბორტული პარტიიდან – ნათია შარაშენიძეს.

ნათია შარაშენიძე:

 

_ ტიტა ნამდვილად გახმა. ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი აქამდე არავის უარყვია.

ე.წ. დენდროლოგიურ პარკში არავის უშვებენ, ცხადია, იქ შესვლის შესაძლებლობა არც მე მქონია, თუმცა ვინც ყოფილა ამ ტერიტორიაზე იცის, რომ გზიდან  აშკარად ჩანდა ზღვაში მოგზაური ტიტა, ახლა კი აღარ ჩანს.

გარდა ამისა,  შიგნით მომუშავე მუშებმა დაადასტურეს პირად საუბრებში, რომ ტიტა ნამდვილად გახმა.  სპეციალისტებსაც ვესაუბრე და  მათ მითხრეს, რომ იგივე ბედი ელოდება დანარჩენ ხეებსაც. როგორც ისინი ამბობენ, ხე ძალიან დიდი გიგანტია და თუ საჭირო რაოდენობის საკვები არ მიეწოდება, დაახლოებით 2-3 წელში იწყებს გახმობას. როგორც ჩანს,  ამ ხემ 1 წელი გაუძლო ამ მდგომარეობას და გახმა.

გუშინ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ჭაობში ნახეს ხეების სასაფლაო და სავარაუდოდ, დაჭრილი ხეც სწორედ ამ სასაფლაოზე განისვენებს ბიძინა ივანიშვილის სახლის უკანა მხარეს.

.

ამ ხეების სასაფლაოზე გადაიტანეს თურმე საუკუნოვანი წიფელიც, რომელიც ნატანებში წაექცათ. ისიც დაჭრილი სახით ,,განისვენებს” ჭაობში. ამხელა ზარალი ნახა ბიძინა ივანიშვილმა და სავარუდოდ,  ინერვიულა. ამბობენ, რომ ავად არისო და თუ ეს სიმართლეა,  არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ხეების გახმობაც იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close