რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ნათია შარაშენიძე: ვეჭვობ, ოზურგეთის საკრებულოს დაკავებული თავმჯდომარე მარტო არ მოქმედებდა

ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძემ euronews.ge-სთან, ექსკლუზიურად გააკეთა კომენტარი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით.

ნათია შარაშენიძე:  

_ ის, რაც გუშინ მთელმა საქართველომ მოისმინა და ნახა, ძალიან სამარცხვინოა, თუმცა ადამიანურად მაინც განვიცდი.
დიდი ხანია, ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციის ჭაობში იხრჩობა, ამიტომ ქრთამის აღების ფაქტი არ გამკვირვებია.  მუნიციპალიტეტში ყველაფერი რიგზე რომ ვერ იყო, ამის შესახებ ვწერდი კიდევაც როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ მედიაში, „ევრონიუსზეც“ ხშირად ყოფილა ჩემი სტატიები, სადაც მე, ადგილობრივ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი და ვამხელდი. დიდი ხანია ამას ასევე გრძნობს და საკუთარ თავზე იწვნევს ქალაქი და მისი მოსახლეობა.
საუბარია შპს “პირამიდაზე“, თუმცა სხვა შესყიდვებთან დაკავშირებითაც (როგორც ტენდერით, ისე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) არაა უკეთესი მდგომარეობა. ამ წლების განმავლობაში საკრებულო გადააქციეს ქალაქის მერის ნოტარიულ კანტორად და მისი ოცნებების ამხდენ ორგანოდ. ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციის შესახებ ხმები მუდმივად დადიოდა, ამის პროპორციულად მერიიდან საჯარო დოკუმენტაციების მოპოვება ყოველდღიურად ძნელდებოდა, ხელშეკრულებების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები კი ნაწილობრივ სრულდებოდა და უმრავლეს შემთხვევებში უხარისხოდ, სხვადასხვა მიზეზების გამო დოკუმენტაციებზე უარს მეუბნებოდნენ, სულ ბოლო რაზეც ვმუშაობდი ექსკლუზიურად გეტყვით, გახლდათ: სტიქიის შედეგად ქალაქ ოზურგეთში დაზიანებული სახლების შეკეთების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით 34 სახლის სახურავი შეაკეთეს, ქალაქის მერიას ვთხოვდი, ჩემთვის მოეწოდებინა, შეკეთებული სახლების მისამართები და პასუხად გადმომცეს სამარცხვინო დოკუმენტები, სადაც არამარტო სახლების მისამართებია წაშლილი, ანუ დამალული, არამედ მერიის მხრიდან პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებიც კი არ არის დაფიქსირებული იმ მოტივით, რომ ამით ხდებოდა პიროვნებების იდენტიფიკაცია.

ამბობენ, წაქცეულს არ ურტყამენო, ამიტომ დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით. ერთს დავამატებ, მაინც მგონია, რომ მფარველებს პაიკები აღარ სჭირდებათ და იშორებენ. ასევე ვეჭვობ, კობალაძე მარტო არ მოქმედებდა და მას ამ საქმეში თანამზრახველებიც ჰყავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close