საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ბატონო უჩა, მთელი ოზურგეთი შოკში ჩააგდეთ…

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძე სახალხო დამცველს მიმართავს:

,,უჩა ნანუაშვილს!
ბატონო უჩა, გურიაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლად გენდერის საკითხებში, კუკური ბარამიძის დანიშვნით მხოლოდ ერთი ადამიანი კი არა, მთელი ოზურგეთი შოკში ჩააგდეთ, ბარამიძე, რომელიც უფლებადამრღვევი უფროა, ვიდრე ადამიანის უფლებების დამცველი. სანამ დანიშნავდით, ,,დაგეგუგლათ” მაინც, “Google” გეტყოდათ მისი ,,საგმირო” საქმეების შესახებ. ეხლა რას ელოდებით, რომ თავად თქვენი წარმომადგენელი, რომელიც არაერთგზის შემჩნეულია ადამიანის უფლებების დარღვევაში ვინმეს უფლებებს დაიცავს? ეს არის ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ეს არის ხალხის აბუჩად აგდება, ეს არის მეტსაც გეტყვით, ადამიანის უფლებების დარღვევა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close