საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ბავშვები გავახარე და სპორტული ტანსაცმელი დავურიგე

,,ამ დღეებში სამგორის რაიონში რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე. ამ ოჯახების წარმომადგენლები, თვალცრემლიანები მომიყვნენ საკუთარი გაჭირვების შესახებ. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მათ გაჭირვებიდან გამოსვლას კი საშველი არ დაადგა. მათ უკვე იციან, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოატყუა და ამაოდ სჯეროდათ გაცემული დაპირებების, ამაოდ სჯეროდათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდებოდათ ცხოვრება, რომ ვინმე მაინც იზრუნებდა მათზე და დაჩაგრულად და მიტოვებულად არ იგრძნობდნენ თავს.

.

მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან აფსოლიტური გულგრილობა დაინახეს და მიხვდნენ, რომ მან, ვისაც ენდობოდნენ მწარედ მოატყუა ისინი, იმედგაცრუებულები და შეურაცხყოფილები დატოვა.

მძიმე შეხვედრის მიუხედავად, ბავშვები მცირედით გავახარე და მათ საზაფხულო სპორტული ტანსაცმელი დავურიგე. არაფერი სჯობს, მათი გახარებული თვალების ყურებას” _ გვითხრა ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ნათია შარაშენიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close