რელიგია

ნაზარეთში შობის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალეს

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნაზარეთში, შობის დღესასწაული აღნიშვნა აკრძალეს. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება და იქ ამერიკის საელჩოს გადატანა გახდა. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

ნაზარეთის მერმა ალი სალამმა, რომელიც ისლამის მიმდევარია, უარი თქვა დღესასწაულის აღნიშვნაზე, რომელსაც ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავს. მისი თქმით, “ხალისიანი განწყობა აშშ-ის პრეზიდენტმა გააფუჭა”.

ნაზარეთი – ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში. ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდა ქალაქი, სადაც ახალი აღთქმის თანახმად იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. ამჟამად ნაზარეთში უმეტესწილად მუსლიმები ცხოვრობენ და მხოლოდ მესამედი ნაწილი ქრისტიანია.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა.  რადიკალური გაერთიანება „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს ომით დაემუქრა.

13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close