მსოფლიო

ნავთობმზიდზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ბაჰავალპურში ნავთობმზიდზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ნავთობმზიდი ამოტრიალდა. ათობით ადამიანი მაშინ დაიწვა, როდესაც ისინი გადმოღვრილი ნავთობის შეგროვებას ცდილობდნენ, ნაწილი კი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სატვირთოს მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ეწეოდნენ, რამაც ნავთობზიდის აალება გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებობს საშიშროება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდება.

ვიდეოს ინციდენტის ადგილიდან ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close