რედაქტორის გვერდისაინტერესო
მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია…

- ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.
- მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთსა და იმავეს დაიცავ, შემდეგში ეს ჩვევად გექცევა; ესე იგი, მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.
- მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი ჭამონ.
- ეიფელის კოშკს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თვიდან ბოლომდე ღებავენ.
- ძველ ეგვიპტეში კატის მკვლელობა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულად მიიჩნეოდა.
- თუ GOOGLE search-ში ჩაწერთ: 241543903, თქვენ დაინახავთ ადამიანების სურათებს საყინულეში შეყოფილი თავით
- ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რის საშუალებითაც მას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ცხვირის მოფხანა.
- ,,კინდერ სიურპრიზი”-ს შემოტანა და გაყიდვა აკრძალულია აშშ-ის ტერიტორიაზე.
- მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ანა, ეს სახელი 100 მილიონზე მეტ ქალს ჰქვია.
- მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლისწყლით.
- კოლიბრი ერთადერთი ჩიტია რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.
- შოკოლადის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 10 კილოა ერთ ჭამაზე.
- ესკიმოსების ენაში არ არსებობს სიტყვა ,,გუშინ”.
სოსო გაზდელიანი
კომენტარები