საზოგადოება

,,მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა კი არა, უცხოელებმაც დაიწყეს ჯავშნების გაუქმება სასტუმროებში”

მანჩო გიორგობიანი:

_ ადამიანებო, კარგად დაფიქრდით რააა. ამდენი დაძაბულობის და არეულობების გამო, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა კი არა, უცხოელებმაც დაიწყეს ჯავშნების გაუქმება სასტუმროებში !.. ჩაატარეთ კვლევა, რამდენი ჯავშანი გაუქმდა და დაახლოებით მაინც, რა რაოდენობის თანხის დანაკარგი გვაქვს ამ სიტუაციით…
გვიღირს ეს ყველაფერი ასეთ რყევებად ეკონომიკაში და ტურისტულ ბიზნესებზე დამოკიდებული ხალხის გაღატაკებად?!…
ვისაც გესმით, რამდენი მილიონის და მილიარდის ზარალი მიადგება ქვეყანას, პირველ რიგში, ხალხს, ამ ყველაფრით და მაინც აქეზებთ , დაძაბულობის გაღრმავება გსურთ , მართლა თქვენი სამშობლოს მოღალატე და უნამუსო რა……
მიდით, გაახარეთ პუტინი და ლავროვი… ზუსტად მაგიტომ მოგვიწყვეს ეს პროვოკაცია და თავის აგენტებს და მონებს დაავალეს კონფლიქტის ესკალაცია… არავინ მითხრას , რუსეთი მოუმზადებლად გვიწესებს სანქციებსო!.. ისეთი სისწრაფიდ მოახდინეს რეაგირება, ფაქტია, ემზადებოდნენ ამ პროცესისთვის…

Related Articles

Back to top button
Close