საზოგადოება
მძარცველებს ბანკომატში ფული დაეწვათ

ვაშინგტონში მძარცველებმა შემნახველ სეიფში ფული შემთხვევით გაანადგურეს. როგორც UPI იტყობინება, დამნაშავეებმა ბანკომატის გასახსნელად ცხელი იარაღი გამოიყენეს. როცა მათ ფულის კონტეინერს მიაღწიეს, კუპიურები დამწვარი აღმოჩნდა. ბანკის დირექტორმა, ჯონ დიქსონმა განაცხადა, რომ შენახული ფული მთლიანად იყო განადგურებული და თავდამსხმელებს იქიდან არაფერი შეხვდათ.
მარუსია ჟღენტი
კომენტარები