რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,მშიერ ძაღლს ხალხი ყვირილით გამოეკიდა…”

ამ წუთებში თავშესაფრის მეპატრონე ყაზბეგის რაიონში, სოფელ ვარდიუბანში, მიემგზავრება ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი დათვი ლელას ჩამოსაყვანად. ეს ის დათვია, მოხუცმა აკაკი ავსაჯანაშვილმა ბელობიდან რომ შეიფარა და გაზარდა. თავშესაფრის მეპატრონემ ბატონმა თამაზმა კი მას ვოლიერი აუშენა და პერიოდულად საკვებს უგზავნიდა. ამჟამად მოხუცს ჯანმრთელობის გაუარესების გამო აღარ შეუძლია დათვის მოვლა-პატრონობა. ამიტომ ბატონმა თამაზმა დათვისთვის ვოლიერი გააკეთა ცხვარიჭამიაში, ზოოლოგიურ ცენტრში, სადაც დღეს დააბინავებს.
ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი მიუსაფარი ძაღლია, ბატონი თამაზი გზადაგზა ყველას აპურებს. ძაღლები ადამიანის დანახვისას გარბიან, ეშინიათ მათთან მიახლოება. როგორც ჩანს, მათთვის უცხოა ადამიანური მზრუნველობა…
ბატონმა თამაზმა ხანდოს ხეობის გადასახვევთან, ერთ-ერთ რესტორანთან დაინახა პატარა, გამხდარი შავი ძაღლი, რომელიც მშიერი მზერით ითხოვდა ლუკმა-პურს. ბატონმა თამაზმა იქვე მდებარე მაღაზიაში პური იყიდა და ძაღლს მიაწოდა. მან გაოცება ვერ დამალა, როცა მშიერ ძაღლს ხალხი ყვირილით გამოეკიდა და ბატონ თამაზს მიმართეს, ეს რა გააკეთეთ, როგორ მიეცით პური, ახლა ის აქაურობას შეეჩვევა და მაგას ვინღა მოიშორებს აქედანო. თავშესაფრის მეპატრონემ მათ საკადრისი პასუხი გასცა და პარალელურად ჩვენს მკითხველს მიმართავს კითხვით: ,,ხალხო, რა ქვია ამ საქციელს? იქნებ მე ვცდები და მათი ძაღლებისადმი დამოკიდებულება სწორია?“

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close