ექიმების უშნო და გაურკვეველი კალიგრაფიის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 7000 ადამიანი იღუპება, მათ შორის ქართველი პაციენტებიც. ამის მიზეზი არის ის, რომ პაციენტები და ფარმაცევტებიც წამლის დასახელებას რეცეპტში არასწორად კითხულობენ.

ექიმის გაუგებარ და ძნელად გასარჩევ კალიგრაფიას, რომელიც შესაძლოა პაციენტისთვის ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, შემდეგნაირად ხსნიან: პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შევსება და გაფორმება წარმოადგენს ყოველდღიურ, მონოტონურ, ერთფეროვან, რუტინულ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს სტანდარტული წესების შესრულებას; ამის გამო დროთა განმავლობაში ექიმის კალიგრაფია უარესდება.

ხშირ შემთხვევაში ექიმის კალიგრაფიას აფთიაქებშიც  ვერ ცნობენ, რაც პაციენტს საფრთხის წინაშე აყენებს. ხშირად ხუმრობენ ექიმის კალიგრაფიაზე, მათ შორის თავად ექიმებიც კი, თუმცა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან გამომდინარე, როგორც ხედავთ, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...