„10 წელზე მეტია არ ვყოფივარ ექიმთან. 3 კვირიანმა მძიმე ავადმყოფობამ გარკვეული შთაბეჭდილებები შემიქნა, რა ხდება ამ სფეროში. ვიყავი და დავდივარ როგორც ექიმებთან, ასევე ექიმბაშთან. ექიმბაშთან იმიტომ, რომ მეტი ეფექტურობის სუბიექტური განცდა მაქვს…
პირველმა ექიმმა გამოკვლევის ნაწილი ჩამიტარა (სრულად არა) და მესამე დღეიდან ტელეფონზეც აღარ მიპასუხა, გაქრა… მე კი შევრჩი დიდი ტკიველებისა და გამაყუჩებელი ნემსების კეთების პროცესში. გავჩერდე, შევცვალო, რით? … აღარ მყავს ექიმი.
მეორე ექიმმა ერთი ნაწილი დაავადების აღმოაჩინა, მეორე კი ვერა.
მესამე ექიმმა მეორე ნაწილი აღმოაჩიანა და ბევრი ნემსი და წამალი დამინიშნა მკურნალობის კურსად.

   ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ არცერთი ექიმი არაფერს მეკითხებოდა და როდესაც ვიწყებდი საუბარს, არ აინტერესებდა თუ რა მტკივა კონკრეტულად, სად მტკივა, რამდენი ხანია მტკივა და ა.შ.
„არ გინდა საუბარი, ვიცი რაც გჭირს” ან „დამელოდეთ ცოტა ხნით” – მეუბნებოდნენ. როგორც ჩანს, ექიმთა ნაწილი ხელმძღვანელობს „შუბლზე გაწერია” -ს ან  „მკითხავი სონა” – ს პრინციპით.

ამ სამი ექიმიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათში დაბალი სტანდარტია, რაც არ უნდა მიქონ ახლობლებმა. ისინი შეიძლება ითქვას სახიფათონიც კი არიან ადამიანებისათვის რადგან შენი ჯანმრთელობა არის მათ ხელში. ასეთი ექიმების მიმართ აუცილებლად უნდა განხორციელდეს დისციპლინური პროცედურები და მათი არაკვალიფიციურობა გახდეს საჯარო, რომ პაციენტის ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.
როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტროს 20 წელზე მეტია, არა აქვს საექიმო საქმიანობის სტანდარტის მინიმუმ შენარჩუნების მექანიზმები…

ერთადერთი რამაც დამამშვიდა, ვფქირობ, რომ იურიდიულ სექტორში უფრო მაღალი გვაქვს სტანდარტი დღეს, ვიდრე 7 წელს, ვითომ ნასწავლ ზოგიერთ ექიმს აქვს.პროფესიონალ ექიმებს თუ ეს საკითხი არ ადარდებს პაციენტი, ანუ მომხმარებელი მათაც სხვების „არაკვალიფიციურთა ქვაბში” მოხარშავს და მერე იძახონ ან იხვეწონ: „პაციენტი გამომიგზავნე რაააო…” _ წერს ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება.

სასურველია, რომ მოქალაქის, იურისტის, პაციენტის ეს შეფასება კარგად წაიკითხოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რეგულირების სააგენტომ და თავდაცვის პოზიციის ნაცვლად, ამ საქმეს სერიოზული ყურადღება მიაქციონ. თავად ექიმები გაეცნონ მას და საკუთარ თავს თუ ამოიცნობენ, დროულად გამოასწორონ მდგომარეობა, რადგან მსგავს შეფასებებს უკვე ბევრი აკეთებს და…  

 

კომენტარები