საზოგადოება

მფრინავ ჰამაკში მყოფი თანამედროვე შერეკილის ვინაობა გაირკვა

დრონით გაფრენილი “ადამიანის” რეალური ისტორია კომპანია „ნატახტარმა“ საზოგადოებას უკვე ამცნო – მფრინავი ჰამაკი კომპანიის ახალი ბრენდის „ნატახტარი ლაითის“ სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა.

ასევე გაირკვა, რომ ვიდეო ნატახტარის ახალ ბრენდზე “ლივინგსტონმა“ გადაიღო, რომლის პრომოუშენ კამპანია კომპანია “ჯეპრამ“ განახორციელა.

„რადგანაც საქმე ეხებოდა ახალ მსუბუქ ლუდს, ჩვენ ავიღეთ სიმსუბუქის ერთ–ერთი სიმბოლო – ჰამაკი და ლუდის სმის დემონსტრირების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქის თავზე ვაფრინეთ“ – განმარტავენ ლივინგსტონში.

“თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა აუცილებლობებით, პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით. მართალია, შეუძლებელია მათი თავიდან არიდება, მაგრამ შესაძლებელია მათი შემსუბუქება. სწორედ ამიტომ შეიქმნა “ნატახტარი ლაითი”, რომელიც ერთი მხრივ ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუდი “ნატახტარია”, თუმცა უდარდელი, ლაღი და მსუბუქი.“ლივინგსტონთან” ერთად ვეცადეთ ბრენდის ეს განწყობა თავისუფლებისა და სილაღის ორი სიმბოლოს – ფრენისა და ჰამაკის, გაერთიანებით წარმოგვეჩინა. მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონამდე ნახვა, გვაფიქრებს, რომ მიზანს მივაღწიეთ. იმედს ვიტოვებთ “ნატახტარი ლაითიც” დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – აცხადებენ “ნატახტარში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close