საზოგადოება

,,მსოფლიოს შევძრავ, არ დავასვენებ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი ჯარისკაცი არ გავა საქართველოდან”

თვალი თვალის წილ!
,,ერთადერთი ერი ვართ დედამიწი ზურგზე, რომელსაც გენოციდს უწყობენ და ამაზე არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა და დიპლომატიური სამსახური არ ამბობს.“

,,საჯაროდ ვამბობ: თუ შემოდგომიდან მე ვიქნები პრეზიდენტი, გარწმუნებთ, ვიმოქმედებ ბიბლიური პრინციპით: თვალი თვალის წილ და ნებისმიერი სეპარატისტი თუ ოკუპანტი, რომელიც ხელს აღმართავს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, მოკლეს, აწამებს და გაიტაცებს, მოძებნილი, დაკავებული და ჩამოყვანილი იქნება თბილისში და გასამრთლდება, ან იქვე იქნება ლიკვიდირებული.“ _ ეს განცხადებები შალვა ნათელაშვილმა ,,რეაქციაში“ გააკეთა.
,,ბატონ მარგველაშვილს მაშინ გაახსენდა საერთაშორისო ორგანიზაციების, საპრეზიდენტო ვადა რომ გაუვიდა? ბანკეტებზე კი არ უნდა დაეხარჯა ოქროს დრო, არჩევისთანავე გაეროს შენობის წინ უნდა დაედგა კარავი, დამჯდარიყო, გაეკრა საქართველოს უკან და ეთქვა, რომ ეს ჩემი საქართველოა, რომელიც რუსეთმა სამად გახლიჩა.

ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მთელ მსოფლიოს შევძრავ, არ დავასვენებ, სანამ რუსის უკანასკნელი ტანკი და ოკუპანტი კჯარისკაცი არ გავა საქართველოდან.
არ ვიცი საზოგადოების ნაწილი კიდევ გაიყიდება თუ არა, ანაცვალებს თუ არა სამშობლოს საკუთარ სამსახურს, მაგრამ თუ შემოდგომიდან მე ვიქნები პრეზიდენტი, გარწმუნებთ, ვიმოქმედებ ბიბლიური პრონციპით: თვალი თვალის წილ და ნებისმიერი სეპარატისი თუ ოკუპანტი, რომელიც ხელს აღმართავს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, მოკლავს, აწამებს და გაიტაცებს, მოძებნილი, დაკავებული,  ჩამოყვანილი იქნება თბილისში და გასამართლდება, ან იქვე იქნება ლიკვიდირებული.
ერთადერთი ერი ვართ დედამიწი ზურგზე, რომელსაც გენოციდს უწყობენ და ამაზე აცერთი სახელმწიფო სტრუქტურა და დიპლომატიური სამსახური არ ამბობს.
ერთადერთი ქართველები ვართ, გენოციდს რომ გვიწყობენ ქართველობის გამო. ქართველობის გამო გვჭრიან თავს, და გაგრის მოედანზე თამაშობენ; ქართველობის გამო გვიკლავენ საჯიშე ბიჭებს და იტაცებენ ადამიანებს; ქართველობის გამო გვიხურავენ სკოლებს და გვიკრძალავენ ,,დედა ენის“ სახელმძღვანელოებს. ეს ხდება საჯაროდ და ამაზე არავინ არაფერს ამბობს, თითქოს უნდა შევეგუოთ ამას ჩვენს და მსოფლიო საზოგადოებაც.
ნახეთ, რა რა ქნეს სომხებმა. საფრანგეთში ვინმეს რომ წამოცდეს, რომ თურქებს არ მოუწყიათ სომხების გენოციდი, 5 წელია ციხე. ვინმეს თუნდაც გამოფენა თუ მოუწყია იგივე საფრანგეთში, ქართველთა გენოციდის თემაზე, რამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვიწყვიტეს, რა საჯიშე ბიჭები დაგვოხოცეს, სახლებიდან გამოყარეს და ტერიტორიები შემოგვიღობეს?!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართული სახელმწიფო აღავდგინოთ, წავართვათ ამ ოლიგარქებს და ყაჩაღებს! ”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close