საზოგადოება
,,მრავალპარტია გამონაცვალმა ამ ქალბატონმა, ივანიშვილთან გარიგებით, პირველმა დაიწყო ლეიბორისტული პარტიის დაშლის მცდელობა”
,,შეხვედრამდე, ჯერ კიდევ 2011 წელს, მრავალპარტია გამონაცვალმა ამ ქალბატონმა, ივანიშვილთან გარიგებით, პირველმა დაიწყო ლეიბორისტული პარტიის დაშლის მცდელობა და როგორც საერთაშორისო მდივანმა, დატოვა პარტია უბინძურესი ბრალდებებით. წარმომიდგენია, რა საშინელებები მოუყვა მაშინ პატრიარქს, რათა კურთხევა აეღო ღალატისათვის. ჩვენ ვერაფერი დაგვაკლეს, ვდგავართ და ვიდგებით, მაგრამ ამასობაში ჩვენს მაგივრად ოლიგარქმა დაშალა და გასვარა მთელი პოლიტიკური სპექტრი, ფეხქვეშ გაიგდო სახელმწიფო, შემდგომ კი მიადგა საპატრიარქოს. ასეა, ბიბლია გვასწავლის—არასოდეს გაუკეთო სხვა ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდი. დროა, ეს ყველამ კიდევ კარგად გადაიკითხოს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.