საზოგადოება

მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ველოსიპედისტი დაჯარიმდა

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა. ინფორმაციას ” ბათუმელები” ავრცელებს

„ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას  50 ლარით“, – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ დილის 6 საათიდან დილის 9 საათამდე. ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება აკრძალულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close