რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მოძრავი ავტობუსიდან 4 წლის გოგონა გადმოვარდა

4 წლის გოგონა საეკლესიო ავტობუსიდან გადმოვარდა აშშ-ის ქალაქ არკანზასის საავტომობილო გზაზე. როგორც თვითმხილველი, მოხალისე მეხანძრე რაიან სიამპოლი აცხადებს, ის ავტობუსს უკან მოჰყვებოდა, როდესაც დაინახა, როგორ გაიღო ავტობუსის კარი და იქიდან პატარა გოგონა გადმოვარდა. ინციდენტი სიამპოლის კამერამ დააფიქსირა. მამაკაცმა გოგონა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ყბა აქვს მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდება, თუმცა სხვა მხრივ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონას დედის განცხადებით, ის არ ადანაშაულებს ავტობუსის მძღოლს და მხოლოდ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა კონცენტრირებული. ჯერ უცნობია, ავტობუსის კარი ბავშვმა გააღო, თუ ის მანამდე უკვე ღია იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close