რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„მოსმენების კანონის ამ სახით მიღება ხელს შეუშლის კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას“

უფლებადამცველის და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი თევზაძის განცხადებით ე.წ. „მოსმენების კანონის“ არსებული სახით მიღება ხელს არ შეუწყობს კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას.

  გიორგი თევზაძე:

_ სახელმწიფო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა თანამედროვე  გამოწვევების პირობებში. სახელმწიფო ინტერესების დაცვა უალტერნატივოა. დაუშვებელია, რაიმე მოქმედებების განხორციელება, რომელიც შეასუსტებს სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებს, თუმცა ამ ინტერესების დაცვა შესაძლებელია ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ამ ინტერესთა ბალანსის მიღწევა შესაძლებელია, თუ სწორად მოხდება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი პოზიციის შერჩევა. ეს პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს პოზიცია, რომ  შემოთავაზებული კანონით ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოსაყალიბებელი სუბიექტი ვერ იქნება სათანადოდ დისტანცირებული უსაფრთხოების სამსახურისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო მოსმენების მცდელობები. საუბარი არის არა კონკრეტულ პირებზე, არამედ ისეთი სისტემების დამკვიდრებაზე, რომლითაც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საზოგადოება დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფისგან.

სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საზოგადოების ლეგიტიმური კრიტიკისა  და საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება.

 

 

 

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close