ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას და „ალანიას“ დარქმევას, ე.წ. რეფერენდუმზე გამოკითხულთა 81,5 % დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „რია ნოვისტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც 23 უბანში ჩატარდა და 2981 ადამიანი გამოიკითხა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ამჟამინდელ ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ამომრჩეველთა 45.8%-მა დაუჭირა მხარი, მის ოპონენტ ანატოლი ბიბილოვს კი 36.9%-მა. როგორც „რია ნოვისტი“ წერს, ეგზიტპოლების მონაცემების შედეგად, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

წყარო: რია ნოვოსტი
კომენტარები
Загрузка...