მსოფლიო

მორიგი თავდასხმა ირანში, დაშავებულია 16 ადამიანი

ირანის დედაქალაქში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანს მჟავა შეასხა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მინიჭებული არ აქვს.
შემთხვევაზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
7 ივნისს, ირანის პარლამენტში ქალების ტანსაცმელში გადაცმული 4 პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარალელურად ჰომეინის მავზოლეუმში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

” პირველი”
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close