პოლიტიკა

,,მომდევნო კვირაში ველოდებით ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას”

აშშ-ს სენატორებმა ჯიმ რიშმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეინ შაჰინმა გაავრცელეს განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ორი პოლიტპატიმრის განთავისუფლების შესახებ განკარგულება.

ასევე მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელიან საარჩევნო რეფორმის გატარებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„ჩვენ მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას შეწყალებას და იმას, რომ გაათავისუფლეს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციაში, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გამოცემები მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველა მათ, ვინც იმუშავა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ შესაძლებელია და მიღწეული იქნება პროგრესი.

ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება მუშაობას, ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას, რომელიც დეკემბერში დააპატიმრეს“, – წერს სენატორი რიში “ტვიტერზე”

წყარო: expressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close