,,მომავალმა თაობებმა არ უნდა დაივიწყონ, როგორ ექცევიან გულანთებულ მამულიშვილებს საქართველოს მტრები”
საკუთარ ფეისბუქზე უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველი გმირი მამულიშვილის არჩილ ტატუნაშვილის მოწამეობრივი სიკვდილზე, რომელიც გუშინ გადმოასვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონიდან. არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მტრებმა და ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს.
„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი გმირული სულისკვეთებით და ვაჟკაცობით გამოირჩევიან ქართველი მეომარი ვაჟკაცები. თითეულ ქართველმა და მომავალ თაობებმა არ უნდა დავივიწყოთ და მუდამჟამს უნდა გვახსოვდეს, არჩილ ტატუნაშვილის, ჟიური შარტავას, გიორგი ანწუხელიძის, ლაშა თევზაძის, და უამრავი ქართველი გმირის მოწამეობრივი, ვაჟკაცური თავგანწირვა საქართველოს ინტერესების დასაცავად. თვითეულმა ჩვენთაგანმა და ჩვენმა მომავალმა თაობებმა არ უნდა დაივიწყონ თუ როგორ ექცევიან საქართველოს გულანთებულ, გმირ მამულიშვილებს საქართველოს მტრები.
დიდება მათ სახელებს, უფალმა გაანათლოს მათი სულები, რომლებიც ზეციურ საქართველოდანაც დაიცავენ საქართველოს და ილოცებენ მისთვის.“