სამართალი და კრიმინალი

მოზარდი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

11 წლის მოზარდი, რომელსაც გუშინ გორში ავტომობილი დაეჯახა გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მოზარდს მრავლობითი მოტეხილობა და სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გორის ჰოსპიტალში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ექიმების განცხადებით, მოზარდის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ველოსიპედით გზას კვეთდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close