საზოგადოება

,,მოგმართავთ თხოვნით, თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია დატყვევებული დათვების შესახებ, გვაცნობეთ”

ჩვენ მიერ მოპოვებული კულუარული და არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 22  დათვია დატყვევებული  გალიაში, მძიმე პირობებში. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გასაგებად  გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ, ამჟამად  პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვართ. მანამდე კი გვინდა მივმართოთ ჩვენს მკითხველს და არა მხოლოდ მათ, რომ თუკი გააჩნიათ ინფორმაცია დატყვევებული დათვების შესახებ, რომლებსაც პატრონები ვერ  უქმნიან სათანადო პირობებს, მაშინვე გვაცნობონ.

ბიზნესმენი და უფლედამცველი თამაზ ელიზბარაშვილი აპირებს ამ დათვებისთვის თავისუფლების მინიჭებას ცხვარიჭამიაში მდებარე ნაკრძალ-თავშესაფარში, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო, აპირებს კიდევ უფრო გააფართოოს და იქ მოათავსოს ყველა ტყვე დათვი.  ბატონი თამაზის კეთილი ნებაა, რომ სახელმწიფოს  გვერდით დაუდგეს ამ მხრივ და რაც მთავარია, ამით  დათვებს აჩუქოს  თავისუფლება. სურს, რომ  ამ გარეულ ცხოველებს  ისე მოექცეს, როგორც   ცივილიზებურ ქვეყნებში ექცევიან.

ელიზბარაშვილი ქვეყნის მასშტაბით  პირადად მოინახულებს დათვებს  და თავად გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე რომელს უფრო სჭირდება დახმარება.

მოგეხსენებათ, დათვის დატყვევება, კანონით ისჯება, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ნაკრძალი-თავშესაფრები, ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო თვალს ხუჭავს მსგავს ფაქტებზე.  თუნდაც ყველასთვის კარგად  ცნობილ დათვზე, რომელიც  რიკოთის უღელტეხილზე, რესტორან ,,ედემის ბაღის“ ეზოში ცხოვრობს. ეს დათვი ხშირად ხვდება ტურისტების თვალთახედვის არეალშიც.   ის ყველაზე კარგ პირობებშია,  სხვა გასაცოდავებულ დათვებთან შედარებით , ამიტომ ამ დათვს  მას შემდეგ წამოიყვანს  ნაკრძალ-თავშესაფარში,  რაც ყველაზე ცუდ პირობებში მყოფ დათვებს დააბინავებს.  ხოლო როცა  ნაკრძალი-თავშესაფარი  ბოლომდე  აშენდება, იქ  ნელ-ნელა შევიყვანთ  გალიაში გამომწყვდეულ  ყველა დათვს.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ  მოგვაწოდოთ ინფორმაცია დატყვევებული დათვების შესახებ. ეს სასიკეთოა  როგორც დათვებისთვის, ასევე  მათი პატრონებისთვის.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close