პოლიტიკა

,,მოგებული დარჩა რუსეთი, რომელსაც მხოლოდ არაცივილიზებულ გარემოში აქვს ხოლმე წარმატების შანსი”

,,შემოთავაზებულ დოკუმენტში გაწერილი იყო ქვეყნის გრძელვადიანი, ევროპული განვითარების ძირითადი პირობები"

ვერ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად წავაგეთ ჩვენ (მხედველობაში მაქვს მთელი ქვეყანა და საზოგადოება). წააგო დასავლეთმაც, რომელიც დიდი ხანია ცდილობს აგვიხსნას, რომ ცივილურობა ჯობია ველურობას, მაგრამ ჩვენ ისევ ჯიუტად ტყისკენ გვიჭირავს თვალი (მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო ჩვენზეა ნათქვამი).
მოგებული დარჩა რუსეთი, რომელსაც, როგორც ისტორიამაც არაერთხელ გვიჩვენა, მხოლოდ არაცივილიზებულ გარემოში აქვს ხოლმე წარმატების შანსი.
შემოთავაზებულ დოკუმენტში გაწერილი იყო ქვეყნის გრძელვადიანი, ევროპული განვითარების ძირითადი პირობები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა, კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა კონკრეტული ვადებითა და პირობებით.
მაგრამ ჩვენ “კარგი ცხოვრება” გვინდა ახლა და ამ წუთას. მაშინ როცა, რეალურად “კარგი ცხოვრება” ერთ და ორ დღეში არ დგება და მას გრძელვადიანად დაგეგმვა და შემდეგ თავაუწეველი შრომა სჭირდება ხოლმე.
სხვა კი შენ საქმეს არ და ვერც გააკეთებს. თუ ცხოვრებაში წიგნი არ წაგიკითხავს, მაგრამ მეზობელმა თავისი წილი წასაკითხიც წაიკითხა და შენი წილიც, შენი ბენეფიტი მხოლოდ ის იქნება, რომ ცივილიზებული, დაბანილი და წვერგაპარსული მეზობელი გეყოლება და მეტი არაფერი. ჩვენი და ევროპის ურთიერთობაც ამ მომენტისთვის მაგ ეტაპზეა.
იდეაში, ამ ეტაპზე ძალიან დიდი შანსი გავუშვით ხელიდან. იქნება შემდეგი შანსი? ალბათ კი. შევძლებთ იმ შანსის გამოყენებას? რა თქმა უნდა შევძლებთ, მაგრამ ერთი პირობით: მანამდე უნდა გავიზარდოთ როგორც საზოგადოება.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპელი დიპლომატები კვლავ შეეცადნენ, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემრიგებლური, სამშვიდობის მანდილი ჩაეგდოთ, თუმცა შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close