პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს. საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, “Weltsaal”-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ბერლინში გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება “მომავლის მემკვიდრეობა – 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიების” საექსპოზიციო მასალა. ასევე გახსნის ღონისძიება ითვალისწინებს კულტურულ კომპონენტსაც, ხოლო საზეიმო გახსნის დასასრულს დაგეგმილია საუბრის/დისკუსიის გამართვა, რომელსაც მოდერირებას გაუწევს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცეპრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან. გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close