პოლიტიკარედაქტორის გვერდი

მიხეილ ჯანელიძე: დე ფაქტო რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევა არალეგიტიმურია

,,დაგეგმილი რეფერენდუმი რეგიონის სახელის გადარქმევის შესახებ არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას და ყველანაირ საერთაშორისო კანონს. შესაბამისად, მისი შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ იქნება ლეგიტიმური”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს არის დანიშნული. ამავე დღეს ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკისათვის სახელის გადარქმევის საკითხი გადაწყდება. დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონისათვის ალანიის დარქმევა სურს.

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close