მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო რეგულარულად იღებს ანგარიშს ჩემი აქტივობების შესახებ

შეიძლება ვინმემ იკითხოს რა კავშირია პრეზიდენტსა და “ბრილიანტის მწვანე” – ს შესხმას შორისო. თავდაპირველად განვმარტავ, რომ მე თავდაპირველად უარი ვთქვი ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი, მაგრამ გუშინ ტანზანიიდან რომ დავბრუნდი და ვნახე, საკმარისი დრო მქონდა, მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი ღონისძიებაზე ლადიჟინში. ჩემი ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ვაიბერით შევატყობინე ჩვენს ადგილობრივ აქტივისტებს. ვაიბერი კი ისმინება СБУ -ს მიერ და მხოლოდ მათ შეეძლოთ ასე სწრაფად ინფორმაციის მიწოდება.

ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში პოროშენკომ СБУ -ს ჩემზე თვალთვალი დაავალა და ამის შემდეგ ის რეგულარულად იღებს ანგარიშს ჩემი აქტივობების შესახებ.

ბრილიანტის მწვანეს მსროლელის დამქირავებელი (200 გრივნად დაიქირავეს), მისივე აღწერით, ძალიან ჰგავს ადგილობრივი სპეცსამსახურების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ხოლო ამ ფაქტის შესახებ ვიდეო აიტვირთა სპეციალურ ფეიკ ფბ გვერდზე, რომელიც СБУ -ს გვერდია. იმედია ყველა ამჩნევთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ამ ფაქტებს შორის.

კიდევ უფრო ამაზრზენი იყო ის ფაქტი, რომ ბრილიანტის მწვანეს შესხმამდე კარებთან დამახვედრეს რამდენიმე მოზარდი, რომლებსაც ხელში ვიღაცის მიერ ნაჩქარევად დაჩხაპნილი პლაკატები ეჭირათ. მოზარდები მაქსიმუმ 15-16 წლის  იყვნენ.

200 გრივნად დაქირავებული “ბრილიანტის მწვანე” – ს მსროლელი ჩვენმა აქტივისტმა დაიჭირა, მე ის პოლიციაში კი არ წავიყვანე, არამედ მივუყვანე მშობლებს, ბავშვის მშობლები ჩვენი მხურვალე მხარდამჭერები და უბრალოდ კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ… ისინი დიდხანს იხდიდნენ ბოდიშს.

presa.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close