საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილისთვის პენიტენციურმა სისტემამ ექიმების დამატებითი ჯგუფი მოიწვია

,,ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით"

იუსტიციის მინისტრი: „პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ; ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“
🔷 იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობას ექიმების დამატებითი ჯგუფი დააკვირდება. ეს განცხადება რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
💬 „ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
🔷 საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად მედიკოსები, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებას ყოველდღიურად გააცნობენ ინფორმაციას.
💬 „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამით წერტილი დაესმება ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
🔷 არსებული ინტერესის გათვალისწინებით, მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული სააკაშვილი. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების მომენტიდან მსჯავრდებულს მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი:
💬 „არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა მისი მიწოდება ვერ უზრუნველყო, მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული“.
🔷 რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სააკაშვილის „ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით“ მოხდა და მისი დაცულობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია.
💬 „აღნიშნულ დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი აქვს იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია“, – თქვა მინისტრმა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close