სხვა

„მისმა სილამაზემ დამაბრმავა“

ლია ელიავას და ოთარ კობერიძის საბედისწერო შეხვედრა „ბაში-აჩუკში“

„ლია ელიავა პირველად „ბაში-აჩუკის” ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა”, – ასე იხსენებდა მსახიობი ოთარ კობერიძე თავის დიდ სიყვარულთან და მომავალ მეუღლესთან შეხვედრას. ეს იყო ფილმი, საიდანაც მათი სიყვარულის ამბავი დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა.

.

-პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი” ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი, ნანა შეგვეძინა, – იხსენებდა ლია ელიავა, რომელსაც ეკრანზე პარტნიორობას ხშირად სწორედ ოთარ კობერიძე უწევდა.

-ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, – ყვებოდა ქართული კინოს ვარსკვლავი.

მონაზვნის როლი გიული ჭოხონელიძის ფილმში „ანთიმოზ ივერიელი” ლია ელიავასათვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ის1998 წლის 8 ოქტომბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close