პოლიტიკა

მინისტრის მოადგილე აშშ-ში დაკავებულ ქართველებზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებტან დაკავშირებით, უწყებას ამჟამად ინფორმაცია არ აქვს, რადგან ამერიკაში ახლა ღამეა და საკონსულოსგან ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებენ.

ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ეს ძალიან ახალი ინფორამციაა. ჩვენც ცოტა ხნის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია. ჩვენი გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. ვარკვევთ დეტალებს. იქ ახლა ღამეა, როგორც კი გათენდება, გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ პროცესში და დამატებითი დეტალების მიღებისთანავე გაცნობეთ ინფორმაციას“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

ნიუ-იორკში 15-მდე ქართველი კრიმინალური საქმიანობის გამო დააკავეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close