საზოგადოება

,,მინდა ყველა ქალს ვთხოვო, ნუ ეცდებით სხვისი ოჯახის დანგრევას” _ ჯადო არსებობს! (ნამდვილი ამბავი)

ჯადოზე და მის მკეთებლებზე ბევრჯერ გამეგონა, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ერთ დღესაც, ჯადოს ერთ-ერთმა მსხვერპლმა თავს გადახედენილი ამბავი მომიყვა. ისტორიამ იმდენად შემძრა, რომ სურვილი გამიჩნდა, გაფრთხილების მიზნით, მკითხველისთვისაც მომეთხრო.

,,ყველა გოგონას ოცნებაა, შექმნას მყარი ოჯახი, ჰყავდეს მოსიყვარულე  ქმარი, შვილები და იცხოვროს ბედნიერად. ჩემი ოცნებაც ეს იყო. მეც შემიყვარდა მამაკაცი და ვიფიქრე, რომ სწორედ ის გამაბედნიერებდა.

პირველივე შეხვედრის დროს შეგვიყვარდა ერთმანეთი და ძალიან მალე, მისი ცოლი გავხდი. მე 19 წლის ვიყავი, ის 22-ს. ქმრის ოჯახმა კარგად მიმიღო და ჩემთვის ბედნიერი დღეები დაიწყო. მეგონა, ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენს შორის ერთ წელიწადში შავმა კატამ გაირბინა. მეუღლეს ცვლილებები შევამჩნიე. ზოგჯერ გვიან ღამით ბრუნდებოდა სახლში და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზს იგონებდა. ასე გაგრძელდა ერთი თვე. ერთ დღეს კი, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, სახლში დედა და ჩემი და დამხვდნენ. გამიხარდა მათი დანახვა, მაგრამ დედის სახეზე ღიმილი რომ ვერ შევამჩნიე, ავფორიაქდი. მან წერილი გამომიწოდა და ატირდა. წერილში ეწერა: ,,მე მივდივარ გერმანიაში სამუშაოდ და აღარ დავბრუნდები. ნუღარ დამელოდები და ნურც ძებნას დამიწყებ. გკოცნი, შენი ა…”

წერილის წაკითხვა დავასრულე და მერე აღარაფერი მახსოვს. მეუღლის ნათესავები, ძმა გვერდით დამიდგნენ და მათაც დაუწყეს ძებნა. ერთი კვირის შემდეგ იპოვეს საქართველოში, დიღომში, ერთ-ერთი გოგოს ოჯახში. ამ ქალს მხოლოდ დედა ჰყავდა და სხვა არავინ. აღმოჩნდა, რომ სწორედ დედამისის ძალისხმევით დამენგრა ოჯახი. დედა უწყობდა შვილს ხელს, რომ ჩემთვის ქმარი წაერთმია.

ნათესავებმა წამოიყვანეს ამ სახლიდან ჩემი ქმარი. სახლში შემოაბიჯა თუ არა, დედაჩემი და ჩემი ნათესავები მოიკითხა, მაგრამ არც მე მკითხულობდა და არც საკუთარ დედას. ასე გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. საღამოს ადრიანად დაწვა დასაძინებლად და მალევე ამოუშვა ხვრინვა, რომელიც ძაღლის ყმუილს უფრო ჰგავდა. შეშინებულმა დედამთილმა მითხრა, მოდი ჯიბეები გავუსინჯოთო. არ ვიცი გულმა უგრძნო თუ რა მოხდა, პიჯაკის შიდა ჯიბეში პატარა პარკი ვიპოვეთ, რომელშიც ქონის ნაჭერი იდო და ცოტაოდენი მარილი ეყარა. როცა ქონს ხელი მოვკიდე, საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ჩემმა მეუღლემ კი ძილში საშინლად დაიღრიალა და საწოლიდან წამოვარდა. დაეწყო პირღებინება და დიდი ხნის განმავლობაში მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. დედამისი ასულიერებდა. როცა დამშვიდდა, მაშინვე მე მომეხვია, ბოდიში მომიხადა და მთხოვა, გვერდიდან არ მოვცილებოდი. მერე მითხრა, ჩემი პიჯაკის ჯიბეში რაღაც დევს, ვინმეს უთხარი ამოიღოს და გადააგდოს, შენ არ მიეკაროო. _ რატომ მეთქი, ვკითხე  შეშინებულმა და ვერ გავუმხილე, რომ პარკი უკვე ნაპოვნი მქონდა. ასე მიპასუხა, ეს ქონი შენთვის უნდა წამესვა, მაგრამ ვერ გაგიმეტე და ისევ ვარჩიე, სამუდამოდ გაგცლოდი. ვიცოდი რაც იყო, მაგრამ ვინც ეს მომცა, მასაც ვერ ვუთხარი უარი, რადგან ისიც ძალიან მიყვარდაო.

ჩვენი ცხოვრება ისევ ძველებურად  გაგრძელდა. მე ორულად ვიყავი და ბიჭს ველოდით, როცა ჩემი ქმრისგან მეორედ მივიღე საშინელი წერილი. ამჯერადაც ბოდიშს მიხდიდა და მთხოვდა, არ მომეძებნა. მაინც ვეძებეთ, მაგრამ ვეღარ ვიპოვეთ. მე მშობლების სახლში გადავედი და შვილი მამის გარეშე გავზარდე. დღე ის 8 წლისაა და მამა თვალით არ უნახავს. ჩემი ყოფილი ქმარი მე აღარ მინახავს. როგორც გავიგე, ამ პერიოდის განბმავლობაში საკუთარი დედაც მხოლოდ ერთხელ ნახა. ჯადოს საშუალებით საკუთარი ახლობლებიც შეაძულეს, მაგრამ ბოლოს ეს ქალიც მიატოვა ბავშვთან ერთად და მერე, კიდევ ოთხი ცოლი გამოიცვალა.

მინდა ყველა ქალს ვთხოვო, ნუ ეცდებით სხვისი ოჯახის დანგრევას. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს და არც სხვისი გაუბედურება შერჩება”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close