ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ პატივცემულო ადვოკატებო!  მინდა მოგილოცოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დიდი აღიარება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ბ-ნი დავით ასათიანი ქ.ანკარაში, 9 მარტს, ერთხმად იქნა არჩეული თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების ვიცე-პრეზიდენტად , რომელიც 16 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს აერთიანებს.
მინდა მივულოცო ბატონ დავითს ასეთი დიდი აღიარება საერთაშორისო დონეზე, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. საამაყოა, რომ მართლაც გამორჩეულ ადამიანს, ღირსების ეტალონს, ხვდა წილად დიდი აღიარება.

დარწმუნებული ვარ, დავით ასათიანი ასეთ დიდ თანამდებობას გამოიყენებს საქართველოს ადვოკატთა კორპუსის განვითარებისთვის.

კომენტარები
Загрузка...