საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენიანი ჟურნალი “ეკონომისტი” ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ბიძინა ივანიშვილსა და მის მმართველობას და ყოფილ პრემიერს ხეების მოყვარულ ოლიგარქად მოიხსენიებს. სტატია ივანიშვილის ხეების მიმართ ლტოლვასაც ეხება. ავტორის შეფასებით, ზღვაში მოცურავე 100 წლის ხის კადრი არის სიმბოლო, თუ რა როლს ასრულებს ივანიშვილი საქართველში.

“მილიარდერი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ ყველაფერს მართავს, ცვლის არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტსაც”- ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გაყოფას, მონარქიის აღდგენის თემას და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. სტატიაში საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასა და “რუსთავი 2”-ის საქმეზეც.

“ივანიშვილის მოკავშირეების მცდელობა, ხელში ჩაეგდოთ ტელეკომპანია, მხოლოდ ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა – წერს ავტორი, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის მორიგ გამოცდად თბილისის მერის არჩევნებს ასახელებს

რუსთავი 2

კომენტარები