საინტერესო

მილიარდერი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით მეორად ტანსაცმელს იცვამს

მულტინაციონალური კონცერნის IKEA-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ იგი ფულის დაზოგვის მიზნით, მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. 90 წლის მილიარდერის თქმით, სწორედ მისი ხელმომჭირნეობის დამსახურებაა ის, რომ IKEA დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია.

“არ მგონია, რამე ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდე, რაც ძველმანების ბაზრობაზე არ მიყიდია. ამით მინდა, რომ კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის”, – აღნიშნა კამპრადმა.

ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ იგი არც თმის შეჭრაში იხდის ბევრს: “ძირითადად ვცდილობ თმა მაშინ შევიჭრა, როდესაც განვითარებად ქვეყანაში ვარ. მაგალითად, ბოლოს ვიეტნამში ვიყავი, სადაც თმა შევიჭერი”, – აღნიშნა კამპრადმა წლების წინ ერთ-ერთ შვედურ გამოცემასთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ კამპრადი 40 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა იმის გამო, რომ მას შვედეთში მაღალი გადასახადები თავიდან აეცილებინა. ის შვედეთს 2014 წელს დაუბრუნდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიამ” კომპანია IKEA 2009-2014 წლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახდების თავიდან არიდებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close