განათლება
მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდების საერთო შედეგები

დღეს დასრულდა მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები. საერთო შედეგების მხრივ, შედარებით რთული სიტუაციაა ფიზიკაში.
ნახეთ, როგორ გამოიყურება იმ მე-11 კლასელთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც წარმატებით გადალახეს ბარიერი გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გამოცდებზე:
გეოგრაფია – 98%-ზე მეტი
ბიოლოგია – 95.5%
ფიზიკა – 85%
ქიმია – 95%
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენმა მოსწავლემ ვერ შეძლო ბარიერის გადალახა საერთო ჯამში, შემოგთავაზებთ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებისთანავე.
გამოსაშვები გამოცდები დასრულდა, თუმცა წინაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლებიც 3 ივლისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
სოსო გაზდელიანი
კომენტარები