საზოგადოება

,,მე რომ მთავრობა ვიყო, ჯიპიდან გადმოვჯდებოდი, დაუმსხურებლად პრემიას აღარ გამოვიწერდი…”

ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი:

_ მე რომ მთავრობა ვიყო, არ გავბრაზდებოდი კრიტიკით ატკრციალებულ ადამიანებზე!!! პირიქით, მიზეზებს გამოვიკვლევდი… ჩემს პრეს-ცენტრს კარგად გავაანალიზებინებდი სოც. ქსელის ლაიტმოტივებს… შედეგებს გავაცნობიერებდი, დავფიქრდებოდი – რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ჩემი!!! თავს აღარ დავაცინინებდი, ჯიპიდან გადმოვჯდებოდი, დაუმსხურებლად პრემიას აღარ გამოვიწერდი, დამსახურებული – შემერგებოდა….

ასევე გამახსენდებოდა რომ სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა… იმასაც არ დავივიწყებდი, რომ ეს ადამიანები – ამომრჩევლებიც არიან და იმედები უნდა გავუმართლო და ვემსახურო… (ვერტმფრენებზე ატეხილი ამავი, ხომ ხედავთ რა სასარგებლოდ შემოტრიალდა – თურმე, შესაძლბელი ყოფილა და „კრიტიკოსებმა“ თავისი აჟიტირებით, სიტუაცია დააჩქარეს… იგივე – პრეზიდენტის ჩასვლა, იგივე ჩინოვნიკების ტვ ჩართვებში – უკვე მოძიებული და შედარებით გაანალიზებული ფაქტები და უფრო ნაკლებად და ნაკლებად ბრიყვული და მიამიტური არაკომპეტენტურობა…

და ბოლოს: არც მოქალაქეებისგანაა მოსაწონი ამ თუ წინა მთავრობის თავგადაკლული „სიყვარული“…. ნებისმიერ ხელისფლებას სჭირდება ობიექტური წაშველება და კრიტიკა და არა ბრმა ადვოკატობა…

ამიტომ, დღეს მე არ შევუერთდები და არ დავეთანხმები იმ მეგობრების პოსტებს, ვინც წერს, რომ „ვაცადოთ და არ ვაკრიტიკოთ“ და „ვინც აკრტიკებდა, ბნელია და შტერი“! არც იმას, რომ „რა დროს პოლიტიკური სარჩულებია“ ან „ვინც ახლა ტახტზე წამოწოლილი ქიქილებს, მისი გული არ იწვის ტყესთან ერთად“…….. რა სისულელეა.

მომხრეების ბრმა ქება მთავრობისთვის დათვური სამსახურია და ცალმხრივი სიყვარულის ელემენტებს შეიცავს, კრიტიკას (თვით დაუმსახურებელსაც ხოლმე) აქვს ჯადოსნური ძალა – გაფხიზებს, რეალობას განახებს, გასწორებს… თუკი ამის ამბიცია გაქვს და მთავრობაში რომ მოდიხარ, ესე იგი გაქვს ამბიცია!

პ.ს. მე აშკარად ვხედავ: ამ ტრაგიკული დღეების კრიტიკამ, საზოგადოების სიფხიზლემ და შეძახილებმა – აშკარად „გამოაცოცხლა“ სიტუაცია, მვლენები დააჩაქარა და ცეცხლიც მალე ჩაქრება!

ამისთვის კი, მადლობა ყველას – მათ, ვინც დაგვეხმარა, ყოჩაღ მშრომელ ბიჭებს, მათ, ვინც ამ კრიტიკას ყური უგდო და საზოგადოების ხმა შეისმინა და საზოგადოებას, რომელიც უკვე ნამდვილად გაიზარდა და გრძნობს მოვალეობებს!

კრიტიკის უკან მოთხოვნები დგას და გაშიფრეთ ეს კოდი! ნუ ბრაზობთ და თვენ და თვენი ბრმა მომხრეები ნუ დაერიეთ იმათ, ვისაც რაღაც არ მოსწონს და გამოხატავს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close