მსოფლიო
„მე მაგალითად მას არასდროს დავუძახებდი მსუქანს და დაბალს”
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს დაუმეგობრდეს. თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის კიმ ჩენ ინმა უნდა შეწყვიტოს მისთვის შეურაცხყოფის მიყენება და „ბებრად მოხსენიება“.
„მე მაგალითად მას არასდროს დავუძახებდი მსუქანს და დაბალს“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“. მისი ეს „ტვიტი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა მის გვერდზე და ის დაახლოებით 100 ათასჯერ გააზიარეს.