ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი: 

_ MSNBC -ის დოკუმენტების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს რადიკალურად გააფართოვოს პროგრამა და დაკავების საშუალებები ემიგრანტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ შეერთებულ შტატებში. გასულ თვეს მერიაში შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) თანამშრომლებთან ერთად, თავშესაფრის შეფმა, ჯონ ლაფერტიმ განაცხადა, რომ DHS-მ უკვე განათავსა 20,000 ლოგინი განუსაზღვრელი ვადით დასაკავებლად მათთვის, ვინც თავშესაფარს ითხოვს. ეს იქნება 500 პროცენტიანი ზრდა ეხლანდელ შესაძლებლობებთან შედარებით. “პროგრამის რეალიზაციის შემთხვევაში, ემიგრანტთა ესეთი გაზრდილი დაკავება იქნება ყველაზე დიდი და სწრაფი, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განხორციელებულა”. თქვა ენდრიუ ფრიმ, საემიგრაციო ადვოკატმა ნეშვილიდან:” მე ვღელავ, რომ ეს იქნება სამუდამოდ. მას შემდეგ რაც ეს საწოლები გაიშლება, ისინი მუდამ ასე გაშლილნი დარჩებიან.”

გაფართოების პოლიტიკა აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს მნიშვნელოვნად შეცვალოს აშშ-ს პოლიტიკა იმ ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში რომლებიც თავშესაფარს ეძებენ შტატებში. ათასობით მათგანი მოდის სამხრეთ საზღვრებთან იმის იმედით, რომ გაექვევიან ძალადობას, შურისძიებას და ძალადობრივ სექსუალურ დანაშაულებს რომლებიც ხდება ცენტრალურ ამერიკაში.
იმ გეგმის მიხედვით რომელიც ეხლა განიხილება DHS დაარღვევს ეხლანდელ პოლიტიკას, რომ ოჯახების მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს. ამის მაგივრად, მას შემდეგ რაც განახორციელებს დაკავებას ის დააშორებს დედებს შვილებისგან – დააყენებს არჩევანის წინაშე, ან დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში შვილებთან ერთად ან სანამ დაკავებულნი არიან და ელოდებიან თავშესაფრის მიღებას ვერ ნახავენ საკუთარ შვილებს.

“რამდენ ადამიანს შეუძლია ჩახედოს თვალებში დედას ან შვილს რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ და განზრახ დააყენოს ასეთი არჩევანის წინაშე?” კითხულობს ენდრიუ ფრი.
შეხვედრის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ლაფერტიმ განუცხადა თანამშრომლებს, რომ სამმართველომ უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს დაკავებულთა განთავსების შენობებისთვის, რომ ოფიციალური პირები აპირებენ ზედამხედველობა გაუწიონ გაფართოების პროცესს და ახალი შენობების გახსნას და რომ სამმართველო მუშაობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე.

ასეთი ფართო მაშტაბის პროგრამის ლოჯისტიკა შეიძლება პრობლემა იყოს. ამჟამად დროებითი დაკავების ადგილები არიან კერძო კომპანიის CoreCivic ზედამხედველობის ქვეშ და საემიგრაციო ადვოკატებმა თქვეს, რომ ამ დაწესებულებების მდგომარეობა არის ადამიანისთვის შეუფერებელი. ყველაზე დიდ ასეთ დაწესებულებას Dilley, ტეხასში, გააჩნია 2,400 საწოლი დაკავებულთათვის – და უამრავი სარჩელი ემიგრანტთა ადვოკატებისგან არასათანადო მოპყრობის და უყურადღებობის შესახებ. როდესაც ლაფერტის კითხვა დაუსვეს მერიაში DHS-ის უნარის შესახებ სწრაფად ააგოს ახალი ობიექტები, მან უპასუხა:”ჩვენ ძლიან სწრაფად შევძელით Dilley დროებითი დაკავების ცენტრის აგება და ამუშავება.” მან ასევე თქვა რომ, იმ 20,000 საწოლიდან ბევრი უკვე განთავსებულია მოქმედ დაკავების ცენტრებში.
Texas Monthly-ის მიხედვით, ICE აპირებს ისევ გახსნას საკამათო ვაკანტური დაკავების ცენტრი Raymondville-ში, ტეხასი – ცნობილი როგორც “Ritmo” – რომელიც დახურულ იქნა 2015-ში სასტიკი მოპყრობისა და აუტანელი პირობების გამო შესული საჩივრების მერე. ეს შენობა ასევე იმართებოდა კერძო კომპანიის მიერ, რომელმაც უთხრა Texas Monthly-ის რომ ICE “აქტიურად ეძებს ახალ საწოლებს ქვეყნის მაშტაბით და რომ მათ გამოხატეს ინტერესი ამ შენობის მიმართ.” გაურკვეველია იქნება თუ არა ეს შენობა გამოყენებული ოჯახებისთვის, თუ ის გაიხსნა.

კომენტარები