სხვა

მეხანძრე-მაშველს ზალ­პით გამოემშვიდობნენ

ხან­ძრის ლიკვიდაციის დროს დაღუპული გიორგი ლელაშვილი დღეს დაკრძალეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის ლე­ი­ტე­ნან­ტი 42 წლის გი­ორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რი­დან სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის თან­ხლე­ბით გა­ას­ვე­ნეს.

.

გარ­დაც­ვლილ მე­ხან­ძრე-მაშ­ველს პა­ტი­ვი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ იო­სებ ჭე­ლი­ძემ და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა მი­ა­გეს.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას ასე­ვე და­ეს­წრნენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გი­ორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც გად­მო­ინ­გრა კე­დე­ლი, რა­საც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ემსხვერ­პლა. იგი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლად 12 წელი მუ­შა­ობ­და და არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი სა­გან­გე­ბო ზალ­პით მი­ა­გო, დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ კი მისი ოჯა­ხის წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა გა­დას­ცა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close