საზოგადოება

მეცნიერები: ადამიანის მორალს სახელმწიფო წყობა განსაზღვრავს

ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თავისუფალი ნება დემოკრატიულ და კორუფციულ სახელმწიფოებს შორის განსხვავებულია. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

ორივე ტიპის ქვეყანაში, თავისუფალი ნება დაკავშირებულია სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ხარისხიან ბრძოლასთან, თუმცა საზოგადოების ნებისმიერი წევრის, რაიმე არაეთიკური ქცევის მიმართ შეუწყნარებლობა მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნებისთვისაა მახასიათებელი (მაღალი ან საშუალო დონის ინსტიტუციური ეკონომიკით).

კვლევა WVS (World Values Survey)-ის გამოკითხვაზეა დაფუძნებული, რომელშიც 46 ქვეყნიდან, 65 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევრების თქმით, ამ რაოდენობამ შესაძლებელია უფრო ფართო სურათიც დაგვანახოს, რითაც მტკიცდება ფსიქოლოგების აზრი – ნების თავისუფლება გავლენას ახდენს მორალზე, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება ქვეყნის ინსტიტუციური ეკონომიკის დონეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close